ისტორიული შეხვედრა - პრემიერი გამოხმაურება
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების მონაწილეობით გამართულ დისკუსიას, ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე ეხმაურება. საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
