უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში
ომის სისასტიკე მხოლოდ ფრონტის წინახაზზე ყოფნისას არ იგრძნობა, დევნილობა ამ უბედურების კიდევ ერთი ტკივილიანი ნაწილია. ვისაც ეს გამოუცდია, ის ყველაზე კარგად მიხვდება, როგორი რთულია დაიწყო ცხოვრება თავიდან სრულიად გაურკვეველ რეალობაში, მაგრამ რადგან ვცხოვრობთ, ძალაც უნდა ვიპოვოთ, რომ ფეხზე წამოვდგეთ. უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გადის, მილიონობით ადამიანისთვის ეს დევნილობის ერთი წელიცაა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ლტოლვილების მიღება ოფიციალურად შესთავაზა. მას შემდეგ ქვეყანაში მათი ხელშეწყობისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა: განთავსება, ფულადი დახმარება, დასაქმება, მათ შორის მოქმედ სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორიც გაიხსნა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
