პრემიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელური დისკუსია იწყება, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ახალ როლსა და მისიას გააცნობს. ეს როლი საქართველოსთვის ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ჩვენი ქვეყანა დღეს ყველაზე კარგი შესაძლებლობა და დერეფანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდივერსიფიკაციისთვის. "ჩვენ გვინდა პროექტები, რომელიც ფიზიკურად დაგვაახლოებს ევროკავშირთან" - ეს არის მთავარი გზავნილი და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია.
