ბაკურიანი 2023 ოფიციალურად გაიხსნა
ბაკუარიანი 2023 ოფიციალურად გახსნილია, ეს არის ქვეყნისთვის წლის მთავარი სპორტული, ეკონომიკური და ტურისტული მოვლენა. მსოფლიოს 42 ქვეყნის 700-ზე მეტი სპორტსმენი სწორედ ბაკურიანის სათხილამურო ტრასებზე პირველობის მოპოვებას შეეცდება. 5 მარტის ჩათვლით ზამთრის 7 სახეობის შეჯიბრი 6 ახალ ტრასაზე გაიმართება, რომლისთვისაც სპეციალურად სამი ახალი საბაგირო აშენდა. ამ ტურნირის ჩატარებისთვის 270 მილიონი ლარი დაიხარჯა, გაწეული სამუშაოები სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის უშუალო მონიტორინგით მიმდინარეობდა და საკმაოდ დადებითად შეფასდა. საქართველომ მსოფლიო ჩემპიონობის მასპინძლობა 2018 წელს საკმაოდ რთული კონკურენციის პირობებში მოიპოვა. მსგავსი სახის ტურნირები და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
