ბიძინა ივანიშვილი 67 წლის გახდა
რომ არა 2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა და გამარჯვება, ტელეკომპანია "იმედი" კვლავაც მიტაცებული და წართმეული იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდა "იმედის" გათავისუფლება და უკანონოდ და უსამართლოდ წართმეული ტელევიზია კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. ეს იყო მნიშვნელოვანი და გადამწყეტი მომენტი, არა მარტო არხისთვის, არამედ სამართლიანობის აღდგენისთვის, რასაც მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავს და აფასებს ტელეკომპანია "იმედი".
