ესპანეთი VS საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს დღეს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეროვნულ გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ მერაბ შარიქაძე უბრუნდება, რომელიც კაპიტნის რანგში 43-ე თამაშს გამართავს. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ლევან მაისაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა. ესპანეთისა და საქართველოს მატჩი დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი ტრადიციულად ტელეკომპანია "იმედი" შემოგთავაზებთ.
