დიდთოვლობა საქართველოში
დიდთოვლობა საქართველოში. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში 24 საათიან რეჟიმში თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდას განაგრძობს. უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებს ებრძვიან იმერეთშიც. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდა. უხვი თოვლის გათვალისწინებით და შესაძლო პრობლემების თავის არიდების მიზნით , შიდა ქართლში ოთხივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ხიდებსა და გზაჯვარედინებზე.
