ევროპარლამენტის სკანდალი ახალ მასშტაბებს იძენს
ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ის ციხეში აწამეს. მათი მტკიცებით, კაილის ცივ საკანში საათობით ამყოფებდნენ. მას არ მისცეს მეორე საბანი და თბილი ტანსაცმელი, ასევე, არ აძლევდნენ ძილისა და დაბანვის საშუალებას. დაკავებულის ადვოკატთა მტკიცებით, ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის უხეში დარღვევაა, რაც შუა საუკუნეების მეთოდებით ხასიათდება. ევა კაილის სკანდალურ საქმეს დღეს თბილისშიც გამოეხმაურნენ. განცხადებები მმართველ გუნდში გაკეთდა.
