საპატრიარქოს მიმართვა მრევლს
საპატრიარქო მრევლს, 20 თებერვალს დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოებს. „20 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვლავის, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის ორგანიზებით, რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო გალა კონცერტი - ,,მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისათვის“ გაიმართება. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს მოხმარდება. კონცერტი ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირი ეთერით 22:00 საათიდან გადაიცემა.
