ამინდის პროგნოზი
19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. როგორც, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.
