ცირკულარული ეკონომიკის განვითარება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს და ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს შეხვდა.
