ევა კაილი პატიმრობაში რჩება
ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ევა კაილი 2 თვით პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. კაილის ადვოკატები ითხოვდნენ, ევროპარლამენტარი გაეთავისუფლებინათ და მისი გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლებულიყო. გარდა ამისა, იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რობერტა მეცოლას, სადაც ნათქვამია, რომ კაილის, ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან.
