ევა კაილის ადვოკატები: ჩვენი კლიენტი ბელგიის ციხეში აწამეს...
ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ის ციხეში აწამეს. მათი მტკიცებით, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი 16 საათის განმავლობაში ცივ საკანში იმყოფებოდა. მას არ მისცეს მეორე საბანი, თბილი მოსაცმელი, ოთახში მუდმივად ენთო შუქი და არ აძლევდნენ ძილის საშუალებას. ამავე დროს, კაილის არ აძლევდნენ დაბანის საშუალებას. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ასევე არ მიეცა საშუალება, 6 კვირის განმავლობაში საკუთარი მცირეწლოვანი ბავშვი 2-ჯერ მეტად ენახა. დაკავებულის ადვოკატთა მტკიცებით, ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის უხეში დარღვევაა, რაც შუა საუკუნეების მეთოდებით ხასიათდება.
