მარგველაშვილის შეურაცხყოფა ჯარისკაცებს - ირაკლი ბერაიას გამოხმაურება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საქართველო, შეიარაღებული ძალებით რუსეთს დაეხმარება. ბერაიას განმარტებით, ყოფილი მთავარსარდლისგან მსგავსი განცხადებები სამარცხვინოა და ჯარის დისკრედიტაციას ემსახურება.
