რა ფაქტობრივი შეცდომები აღმოაჩინა სახელისუფლებო გუნდმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში
რა ფაქტობრივი შეცდომები აღმოაჩინა სახელისუფლებო გუნდმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მწვავე დოკუმენტი , რომელსაც კონკრეტული ადრესატებით, მოწოდების შინაარსი აქვს, მმართველი პარტიისთვის მცდარ ინფორმაციას ეფუძნება. ამის ერთ - ერთ მაგალითად სახელდება ჩანაწერი რეზოლუციიდან, რომ თითქოს სააკაშვილი დევნილობაში იმყოფებოდა და ის საქართველოში დევნილობის შემდეგ დაბრუნდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც "ქართულ ოცნებაში" ამახვილებენ ყურადღებას, ეს უკვე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს უკავშირდება.
