მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გაიხსნა. რიგით 59 -ე სესიას საქართველოს პრემიერ მინისტრი ესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. პრემიერი თემატურ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, მთავარი თემა, რეგიონალური უსაფრთხოება იქნება, ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
