თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული გამოჯანმრთელებამდე, სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
