სტრასბურგის სასამართლომ რეჟიმი ისევ ამხილა
„ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ „ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება. უწყების განმარტებით, 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პასუხით დადგინდა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში აწამეს და ეს იყო ნაწილი იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რაც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „ იმედი ლაივში“ შეაფასა . საქმის დეტალებზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ვროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ამხილა სააკაშვილის სისტემა.
