მიუნხენში მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ - სესიის გახსნას, საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრება
რამდენიმე საათში, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნება. რიგით 59 -ე სესიას საქართველოს პრემიერი მინისტრი დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, უკვე გერმანიაშია. პრემიერი თემატურ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, მთავარი თემა, რეგიონალური უსაფრთხოება იქნება, ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები. უსაფრთხოების კონფერენციას, მიუნხენი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს , რომელსაც 40 ლიდერი და 100 საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.
