ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა, მათ შორის, “აზოვსტალის” 63 მებრძოლი. ტყვეობიდან გაათავისუფლეს ენერგოდარის მერის მოადგილე, რომელიც ოკუპანტებმა გასული წლის მარტში გაიტაცეს. ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით, ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.
