დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს
დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დაკავებულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას 7-დან 10-წლამდე ვადით.
