ახალი სამაგისტრო პროგრამა BTU-ში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერით, მომდევნო სემესტრიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა დაიწყება. პროგრამა უკვე აკრედიტებულია, შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სრულად პასუხობს უსაფრთხოების სექტორის მოთხოვნებს. კურსს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან. სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერი ევროკავშირია. სტუდენტებს მიიღებენ საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით. დაინტერესებულ პირთა წინასწარი რეგისტრაცია დაწყებულია.
