საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება თურქეთს
ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიგზავნა თურქეთშია. 100 ტონაზე მეტი ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ერთი მილიონი ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
