1 დღე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციისათვის ემზადებიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში უკვე გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. დელეგაციაში, რომელსაც პრემიერი ხელმძრვანელობს საგარეო საქმეთა და ტავდაცვის მინისტრები, ასევე მტავრობსი ადმინისტრაციის უფროსი არიან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრტხოების სფეროში. ყოველ წელს ამ ქალაქში სახელმწიფო და სამხედრო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, იკრიბებიან.
