ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. დღეს და ხვალ წინასატურნირო ვარჯიშებია დაგეგმილი, 18 თებერვალს კი ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მსოფლიოს პირველობა შვიდ დისციპლინაში ჩატარდება და ჯამში 30 მედალი გათამაშდება, აქედან 26 ინდივიდუალურ, ოთხი კი გუნდურ შეჯიბრებაში. ღონისძიების ორგანიზებისთვის სახელმწიფომ 270 მილიონის ინვესტირება მოახდინა. გაკეთდა ახალი საბაგიროები და საშეჯიბრო ტრასა, 307 000 კვადრატული მეტრის ფართობზე წყლის ხელოვნური რეზერვუარი და 29-კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემა. გამოყოფილი თანხით შეიძინეს სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. მსოფლიოს ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი გამოვა.
