სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაიმართა
სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. ადვოკატები პოლიტიკური განცხადებების და მათი დაკვეტიტ შესრულებული ანალიტიკური სტატიების საქმეში დართვას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მომდევნო სხდომა თვის ბოლოს არის დანიშნული. სავარაუდოდ, ამ სხდომის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს უწყებისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას ედავებიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. სამინისტროს მიერ ამ სარჩელის შეტანას წინ უძღვოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაუქმდა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნეს.
