სააკაშვილის სიმულაცია
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სახელისუფლებო გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სააკაშვილის მხრიდან აშაკარაა სიმულაცია. სახელისუფლებო გუნდში მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს მოუწოდებენ დაემორჩილოს მკურნალობას. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობაში ამ კადრების გავრცელების შემდეგაც ამტკიცებენ, რომ ვიდეომასალა რეალობას არ ასახავს და პატიმრის მდგომარეობა მძიმეა.
