ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. პრემიერ მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.
