ამერიკელი მსახიობი და მოდელი რაკელ უელში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი და მოდელი რაკელ უელში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1940 წელს დაბადებულმა რაკელ უელშმა კარიერა სილამაზის კონკურსში გამარჯვებით დაიწყო, რის შემდეგაც კალიფორნიაში ამინდის პროგნოზის წამყვანად მუშაობდა. მსახიობმა საერთაშორისო აღიარება 1960-იან წლებში მოიპოვა, როდესაც ფილმში „მილიონი წელი ჩვენს ერამდე“ გამოქვაბულის ადამიანის როლი შეასრულა. 1974 წელს კი ფილმ „სამ მუშკეტერში“ შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი დაიმსახურა.
