ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გადადგომისკენ მოუწოდებენ
ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გადადგომისკენ მოუწოდებენ. ეს მას შემდეგ, რაც უნგრელმა ევროკომისარმა ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა. „კიდევ რამდენი იდიოტია აქ?“ - ეს ფრაზა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტის სესიაზე ისე ჩაილაპარაკა, რომ ეგონა, მისი მიკროფონი გამორთული იყო. ვარჰეი ევროკავშირის გაფართოებაზე პასუხისმგებელი ევროკომისარია. ევროპარლამენტარებისგან მის კომენტარს მწვავე რეაქცია მოჰყვა. ევროპელი კანონმდებლები ვარჰეის გადაყენებას ან ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენისგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ.
