მიწისძვრებით დაზარალებულ თურქეთს ესტუმრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი
მიწისძვრებით დაზარალებულ თურქეთს ესტუმრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი ანკარაში 19 თებერვალს გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა თურქეთის მხარდაჭერა იქნება. ბლინკენი ასევე ეწვევა იმ ავიაბაზას, რომლის მეშვეობითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს დახმარება გაუგზავნა.
