უკრაინაში ომის 358-ე დღეა
უკრაინაში ომის 358-ე დღეა. რუსული არმია უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. რუსული რაკეტების სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებია. პარალელურად, მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში. სისხლიანი შეტაკებებია ქალაქ ბახმუტში. აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილ მძიმე ვითარებას ოფიციალური კიევიც ადასტურებს. ქვეყნის დაზვერვა კი 24 თებერვალს რუსეთის ახალ მასირებულ შეტევას ვარაუდობს.
