"შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“
„შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორიც ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძეა. ნამუშევარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ეძღვნება. წიგნი ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისა“ მხარდაჭერით გამოიცა. ორგანიზაციის კამპანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, მოვლასა და მისი მნიშვნელობის გაცნობიერებას ემსახურება.