საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში რეჟისორების ირაკლი პაპავასა და ირაკლი ტრიპოლსკის ფილმის „ლელობურთის შთამომავალნი“ პრემიერა გაიმართა
საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში რეჟისორების ირაკლი პაპავასა და ირაკლი ტრიპოლსკის ფილმის „ლელობურთის შთამომავალნი“ პრემიერა გაიმართა. ფილმის სცენარის ავტორებიც თავად რეჟისორები არიან. დოკუმენტური კინოსურათი ასახავს , გურიაში ლელობურთისა და დიდ ბრიტანეთში, დერბიშირის ცერემონიულ საგრაფოში დღემდე შემორჩენილ სახალხო, ბურთის თამაშის ისტორიას, რომელსაც საუკუნებრივი ტრადიცია აქვს და იდენტურია. თამაშობები თანამედროვე რაგბის წინაპრად მიიჩნევა, ფილმში ნაჩვენებია ინგლისსა და საქართველოში მათი ჩატარების ისტორია, მსგავსება და თავისებურებები.