რუსთავში თანამედროვე ტიპის მედიათეკა შენდება
რუსთავში თანამედროვე ტიპის მედიათეკა შენდება. ქალაქის განვითარების კონცეფცია, რომლის პრეზენტაციაც ნინო ლაცაბიძემ ცოტა ხნის გამართა , არაფორმალური განათლების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. მედიათეკის შენობა კლდიაშვილის სახელობის სკვერში იქნება. სკვერის რეაბილიტაციზეც უკვე აქტიურად მუშაობენ. 12 ჰექტარ მიწის ფართობზე საბავშვო ატრაქციონები, საფეხმავლო და ველობილიკები, დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, სარწყავი სისტემა და გარე განათება ეწყობა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფანინსებით ხორციელდება.
