პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა
პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა. სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო. გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი დაესწრო.
