ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების 10-ე პაკეტი წარმოადგინა
ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების 10-ე პაკეტი წარმოადგინა, რომელსაც რუსეთს, სავარაუდოდ, 24 თებერვალს დაუწესებენ. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთს 11 მილიარდის ღირებულების ექსპორტი აეკრძალება. კონტროლი დაწესდება 47 ახალ კომპონენტზე, რომლებიც შეიძლება რუსეთმა შეიარაღების სისტემებში გამოიყენოს. სანქციები გავრცელდება ირანის 7 სტრუქტურულ ერთეულზე, რომლებიც დრონებით ამარაგებენ რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდება პუტინის პროპაგანდისტი 100-მდე ადამიანი, ასევე, სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები.
