შვედეთი უკრაინას „არჩერის“ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს მაქსიმალურად მოკლე დროში გადასცემს
შვედეთი უკრაინას „არჩერის“ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს მაქსიმალურად მოკლე დროში გადასცემს. ამის შესახებ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ულფ კრისტერსონის თქმით, შვედეთმა უკრაინას მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უკვე აღმოუჩინა და უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება.
