უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთის ფრონტზე არსებულ მძიმე ვითარებას უსვამს ხაზს
უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთის ფრონტზე არსებულ მძიმე ვითარებას უსვამს ხაზს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ამჟამად ბახმუტსა და უგლედარშია, რომლის დაცვასაც უკრაინული ძალები ამ დრომდე ახერხებენ და ოკუპანტებს მძიმე დანაკარგებს აყენებენ. იმას, რომ საოკუპაციო ძალები ქალაქის სრულად აღებას ვერ ახერხებენ, რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, „ვაგნერის“ ლიდერიც ადასტურებს. ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინა ბახმუტის მიმართულებით დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს, რაც ამოცანას ართულებს.
