თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 000 აჭარბებს
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41000 აჭარბებს. თურქეთში 35 000 მეტი ადამიანის დაღუპვის ფაქტია დადასტურებული, სირიაში კი 5 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ნანგრევებში ცოცხალი ადამიანების აღმოჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. სტიქიით დაზარალებულ რაიონებში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 26 მილიონამდე ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.
