სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ სააკაშვილის კადრებს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ, მიხეილ სააკაშვილის კადრებს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მსჯავრდებულის სიმულაცია, რადგან, მათი თქმით, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის მცდელობა, სიცრუე რეალობად გაასაღონ.
