ევროპარლამენტის რეზოლუცია დილიდან განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში
ევროპარლამენტის რეზოლუცია დილიდან განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ დოკუმენტში სიცრუეზე, სიყალბესა და დამნაშავეთა მფარველობაზე პირდაპირი მითითებებით არის საუბარი. აქედან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ აბსურდულ დოკუმნეტს ევროსაბჭო და ევროკომისია არც ამჯერად გაიზიარებს. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციაში შევიდა შესწორებაც. ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილი ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს კიდევ ერთხელ სთხოვს.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
