მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 11 საკითხი განიხილეს. სხდომაზე დაამტკიცეს „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმა.
