შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
ბიძინა ივანიშვილის პიარ გუნდს, შვეიცარული ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიები, საერთაშორისო მედიამ კიდევ ერთხელ დაუბლოკა. "კრედიტ სუისის" ბანკის მენეჯმენტის კრიტიკაზე ცენზურა გრძელდება. ვის დავალებას ასრულებს მენეჯმენტი, როდესაც ასე დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს და ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს - ეს არის ის მთავარი შეკითხვები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს აქვთ, რომლებმაც დღეს ვრცელი წერილი გაავრცელეს.
