სააკაშვილის სიმულაციის დადასტურება
პენიტენციური სამსახური, მიხეილ სააკაშვილის პალატაში სხვადასხვა დროს გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ექსპრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანი, სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით, საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვაა. პეიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან.
