თეთრი სახლი უცნობ მფრინავ ობიექტებზე
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული სამი უცნობი მფრინავი ობიექტი საფრთხეს არ წარმოადგენს. თეთრი სახლის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ობიექტები ჩინეთის დაზვერვას უკავშირდება. შეერტებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ეს მფრინავი ობიექტები სავარაუდოდ კომერციული ან კვლევითი ხასიათის იყო. გასულ კვირას, ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა 3 დღეში სამი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, რომლებიც შეერთებული შტატებისა და კანადის საჰაერო სივრცეში შენიშნეს. მათი ნაწილები ჯერ არცერთ ქვეყანას არ უპოვია.
