რუსეთთან კავშირში მყოფმა ჰაკერებმა გასულ წელს შეერთებული შტატების ენერგოინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის გათიშვა სცადეს
ინფორმაციას, კიბერუსაფრთხოების მოწინავე კომპანიის დამფუძნებელზე დაყრდნობით, გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ჰაკერები ძალიან ახლოს მივიდნენ თავიანთ მიზანთან, რომ შტატებში ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების ობიექტები გაეთიშათ. თავდასხმის მცდელობა გასულ წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მოხდა. კომპანია დრაგოსის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჰაკერების მიერ გამოყენებული მავნე პროგრამა სახელმწიფო დონის და საომარი შესაძლებლობებისაა.
