ნედ პრაისი უკრაინელ ბავშვებზე
ამერიკელი მკვლევარების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთში, 6 ათასი უკრაინელი ბავშვი, 40-ზე მეტ ბანაკში ჰყავთ განთავსებული, სადაც პოლიტიკურ იდეოლოგიაში მათი გადამზადება ხდება. ეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა გაასაჯაროვა.
