ვითარება უკრაინაში
ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ რუსულ პოზიციებზე 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათში, უკრაინული სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის პოზიციები რამდენიმე მიმართულებით გაანადგურეს. გასულ დღე-ღამეში, ბახმუტში ჯამში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტის ხაზებზე განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა.
