ხაბეიშვილის არშემდგარი აქციები
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სენაკში მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოითხოვა. "ნაციონალური მოძრაობა" ხალხის შეკრებას ისევ ვერ ახერხებს. სამეგრელოში, 13 საათზე დაანონსებული აქცია დაგვიანებით დაიწყო. აქციაზე იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება.
